„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ „ამბასადორში“ მედია–ფორუმს უმასპინძლებს

16 მაისი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ მედია–ფორუმს უმასპინძლებს. თემა ეხება ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. ბიზნესმენს ქონება იძულების წესით დაათმობინეს.

მედია–ფორუმი მიზანია სასამართლოში მიმდინარე დავის დეტალების მედიისთვის გაცნობა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მესამე პირად ჩართვის განმარტება. აღნიშნული კომპანია რამაზ ახვლედიანის ბიზნეს–პარტიორ მამუკა ხაზარაძის კუთვნილება გახლდათ.

შეხვედრაზე დასწრება რეგისტრაციის გზით არის შესაძლებელი. შეხვედრას ტელე–რადიო და ბეჭდვური მედიის წარმომადგენლები დაესწრება. მედია–ფორუმი სასტუმრო „ამბასადორში“, 12:00 საათზე დაიწყება.

 



კომენტარები