პროექტ: „ქობულეთი – ტოლერანტობის ქალაქი“ დაჯილდოვება ივლისში გაიმართება

27 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტ: „ქობულეთი – ტოლერანტობის ქალაქის“ პრეზენტაცია 2016 წლის ივლისის პირველ კვირაში გაიმართება. პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, საზეიმო ვითარებაში ჩატარდება. პრეზენტაციის ადგილი დღის წესრიგის მიხედვით დადგინდება.

ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პროექტში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 20 საკონკურსო ნაშრომი დარეგისტრირდა. IX_XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ანალიტიკური თემების კონკურსში, საკითხზე: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“ და „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“. წარმოდგენილი 21 თემიდან 12 ეხება თემას: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე,“ ხოლო 9 თემა მომზადდა საკითხზე: „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“. სპეციალურმა კომისიამ წარმოდგენილი ნაშრომები უკვე შეაფასა. წარმატებული და გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვების ღონისძიებაზე დასახელდებიან.

პროექტის თანახმად, I, II და III ადგილზე გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. პროექტის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. პროექტის წინადადებაა, ქობულეთში გაიხსნას ტოლერანტობის ქუჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული პროექტის: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ პრეზენტაცია ქობულეთში 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა. პრეზენტაციას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტით სასკოლო თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ კულტურას გაზრდის. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მომავალში შეამცირებს ან გამორიცხავს ისეთ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქალაქში, 2014 წლის 10 სექტემბერს, როდესაც მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს. აღნიშნულმა ფაქტმა, მათ შორის, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნეგატიური ასახვა ჰპოვა. ფაქტი აღმოჩნდა შეურიგებელი და მიუღებელი, როდესაც ქალაქის ტრადიცია და ცხოვრების წესი, სულ სხვა მაგალითებს შეიცავს. ქობულეთი ტოლერანტობის ქალაქია, სადაც ისტორიულმა წარსულმა და თანამედროვე ცხოვრებამ თვალსაჩინოებად მოიტანა ორი დომინანტი რელიგიური საზოგადოების არსებობა, მარავალათწლოვანი კულტურათა ერთობლიობა და თაობათა შორის დიალოგი, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, პასუხისმგებლობას და გაფრთხილებას.  



კომენტარები