2016 წლის 27 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2016 წლის პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე განხილული იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის მიმართულებები, მიზნები და გამოწვევები, ასევე გაიმართა სახელმწიფო პროგრამის შესახებ ვიდეო-კლიპის ჩვენება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, საზოგადოებას მიგრატთა იურიდიული დახმარების მიზნები და ამოცანები, 2015 და 2016 წლების საქმიანობა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
ცნობისთვის: ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დევნილთა სამინისტროს 2016 წლის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული დამხმარების სახელმწიფო პროგრამას მთელი ქვეყნის მაშტაბით განახორციელებს. განსხვავებით გასული წლის საგრანტო პროგრამისა, წელს მიგრანტთა იურიდული დახმარების გარდა „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს რეგინიონებში, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგის შესახებ საინფორმაციო კამპანიასაც უზრუნველყოფენ.