„ახალგაზრდა ადვოკატები“ - თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება

8 ივლისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნებს აკვირდება. 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ და აკადემიურ გარემოში მიმდინარეობს. უნივერსიტეტში გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნები „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ და უნივერსიტეტის წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად მიმდინარეობს. უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტსა და 14 სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 21 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათ თითო-თითო წარმომადგენელი უნდა აირჩიონ აკადემიურ საბჭოში.

თსუ-ში აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნები 11 მაისს გაიმართა, მაშინ უნივერსიტეტმა საბჭოს მხოლოდ 14 წევრი აირჩია. კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, უნივერსიტეტს 36-წევრიანი აკადემიური საბჭო ეყოლება. საარჩევნო პროცესი 17:00 საათზე დასრულდება, ხოლო შედეგები 20:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

არჩევნებს თსუ-ში ორგანიზაციის სახელით: კონსტანტინე სალუქვაძე და გიორგი ჯოჯუა აკვირდება.  



კომენტარები