არჩილ კაიკაციშვილი პრეზიდნეტს, პრემიერს, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს მიმართავს

27 ივლისი, 2016

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 ივლისს განვიტარებული მოვლენების შემდგომ და 28 ივლისს საქმეზე ჩანიშნული სხდომის გათვალისწინებით, საზოგადოების მიმართ სპეციალურ განცახდებას ავრცელებს.

„მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუცოო სასამატრთლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქ როლანდ ბლადაძის სადავო ქონებასთან დაკავშირებით.

მინდა მივმართო პრზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დღეს თქვენ ბრძანდებით დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკერძოებელი ნმართლმსაჯულების გარანტი.

მართმსაჯულება პოლიტიკური გავლენების ქვეშაა, მოსამართლე დამოუკიდებელი აღარ არის!

ძვირფასო საზოგადოებავ,

 

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, სასამართლომ გიორგი პაპუაშვილს უარი უთხრა საქმის შეწყვეტაზე, გიორგი პაპუაშვილმა შეტევა განახორციელა. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ემუქრებიან, აანტაშებენ. ხმაური შედგა, განცხადებებს ჰქონდა პოლიტიკური მიზანი.

მიგვაჩნია, რომ გიორგი პაპუაშვილმა  მასთან სადავო ქონებზე სასამართლო გადაწყვეტილების გადაფარვა დაისახა მიზნად. ცდილობს, სადავო ქონების საკითხზე მიმდინარე დავა ხელისუფლებიდან მომდინარე პროცესად წარმოაჩინოს, საზოგადოდ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ შექმანს ალიბი, რომ ვინმე დევნის, ავიწროვებს და ამის მაგალითად, სასამარლოში ქონების დაბრუნებაზე არსებული დავა სახელდება. ჩვენ არ ვიცი, რაზე საუბრობს ბატონი პაპუაშვილი პრეზიდენტთან, პრემიერთან, რაზე ისაუბრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მთავარ პროკურორთან, მაგრამ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი პაპუაშვილი ცდილობს ხელისუფლების სახით სასამართლოს იძულებას შეინარჩუნოს წართმეული ქონება.

გვაქვს სრული განცდა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში, გიორგი პაპუაშვილთან ერთად, მოსამართლეზე ზემოქმედების ფორმებს მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება, მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაცემული ქონება სისტემურ დანაშაულს და ელიტარულ კორუფციას უცხადესს მაგალითს წარმოადგენს. რასაკვირველია, არც გიორგი პაპუაშვილის და არც სასამართლოზე გავლენის მქონე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელსაყრელი არ არის კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე ვერ უძლებს საქმეზე შექმნილ მაღალ საჯარო ინტერესს. სხდომის ფოტოგრაფირებაზე უარი, იუსტიციის სამინისტროს საქმიდან მხარედ ამორიცხვა, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი არველაძის, ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი, საქმის სამოქალაქო წესით განხილვაზე მოთხოვნის სრული იგნორირება და პროცესის გადაზრდა მთავარ სხდომაზე, სადავო ხელშეკრულების ნასყიდობის რეალური ფასის დადგენის მიზნით სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი, როლანდ ბლადაძის დასკვნით სხდომაზე გამოცხადებისთვის სხდომის 2 დღით გადადებაზე კატეგორიული უარი – ეს არის მოსამართლის მიერ 27 ივლისის მდგომარეობით მიღებული იმ გადაწყვეტილებების არასრული ჩამონათვალი,  რომელიც  ტოვებს ობიექტურ შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო 2012 წლამდე არსებულ ურთიერთობის სტანდარტს გვთავაზობს.

პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა სამართლიანი და ღირსეულია. ეს არის ღირსების საქმე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, რომელიც 2012 წელს მხოლოდ იმისთვის დაირაზმა, რომ თავისუფლება და სამართლიანობა მოეტანა. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველას, ვინც დღეს გიორგი პაპუაშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას წერს და ხელს აწერს, ხელი აიღეთ სასამართლოს ხელყოფისგან! ეს იქნება გამოუსწორებელი შედეგი საქართველოს მომავლითვის.

28 ივლისს 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი პაპუაშვილის საქმეზე, შედგება საბოლოოო სხდომა. მოსამართლე საქართველოს სახელით გამოტანს გადაწყვეტილებას. მივმართავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის უფლებები და დაჩაგრული, წართმეული ადამიანების გვერდში დგომა, მოდით სხდომაზე! ჩვენი ძალაშა სიმართლეშია!“ – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი. 



კომენტარები