ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის“ რიგით მე-13 შეხვედრას დაესწრო, რომელმაც „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2015 წლის პროგრამის ანგარიში, 2016 წლის პროგრამის ახალი მიდგომები, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ. როგორც შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა ბენეფიციარის ინტერესების სრული დაკმაყოფილებისთვის და საჯარო უწყებების მხრიდან პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებთან სრულფასოვანი კომუნიკაცია, რაც დოკუმენტების მიღების თუ ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებას, გააიოლებს. არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოებას ორგანიზაციის მხრიდან 2015 წლის მანძილზე მიგრანტთა უფასო იურიდიული მომსახურების ძირითადი პრინციპები და 2016 წლის ამავე პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობა გააცნო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ გარდა, შეხვედრას ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო, რომლებიც ერთობლივად ახორციელებს „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამას. ორაგნიზაციების წრმომადგენლებმა, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიმდანრეობასა თუ სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ცნობისთვის: ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული დამხმარების სახელმწიფო პროგრამას მთელი ქვეყნის მაშტაბით ახორციელებს. განსხვავებით გასული წლის საგრანტო პროგრამისა, წელს მიგრანტთა იურიდული დახმარების გარდა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს რეგიონებში, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგის შესახებ საინფორმაციო კამპანიასაც უზრუნველყოფენ.