ზესტაფონში დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას შტრიხოდიან ბარათებით ნაღდი ანგარიშსწორება ხდება

8 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე მასობრივად ფიქსირდება დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, ილია კოკაიას მიერ ამომრჩევლების მიმართ ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული ოდენობით თანხის გადაცემა. ორგანიზაციამ ზესტაფონიდან მიღებული ინფორამციის საფუძველზე, წარმოადგენს დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას ბარათს. აღნიშნულ ბარათზე აღნიშნულია რეგისტრირებული ამომრჩევვლის ვინაობა, საარჩევნო უბნის ნომერი, დეპუტატობის კანდიდატის მიმართვა და შრიხკოდი. არსებული ინფორმაციით, ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცესში, ახდენს ბიულეტინზე ფოტო ან/და ვიდეო გადაღებას, უბნის დატოვების შემდგომ აღნიშნული მტკიცებულებას აცნობს უბანთან, სხვადასხვა ავტომანქანაში ილია კოკაიას შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც ტექნიკური საშუალებებით ახდენენ ხმის მიცემის ნამდვილობის დადასტურებას და მოქალაქეებს გადასცემენ გარკვეულ თანხებს. ამასთან, მიღებული ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანთან ილია კოკაიას სახელით გამართულია სუფრა (ალავერდის #21 საარჩევნო უბანთან). ქალაქში მასობრივად ხდება აღნიშნული დეპუტატობის კანდიდატის დასახელებული შტრიხკოდიანი ბარათების ავტომანქანების სალონებიდან ამოღება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ ცენტრალურ და საოლქო კომისიებს, დროული გამოხმაურება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე. ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტი წარმოადგენს ამომრჩევლის თავისუფალი ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, შესაძლებელია ამომრჩეველთა მიმართაც შეფასდეს, როგორც კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო აგიტაცია–კამპანიად, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტში არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების საკითხებს.

 

 



კომენტარები