ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატის პროფესიულ დღესთან გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, რომელიც ასოციაციის მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა. შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლოსა და პროკურატურის, იურიდიული ფირმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასოციაციის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვლმა, საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანმა. შეხვედრაზე პროფესიაში არსებულ აქტუალურ საკითხებსაც შეეხო.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდა „ახალაგზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, არჩილ კაიკაციშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თითოეულ წევრს მიულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს პროფესიულ განვითარებას.