ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელით გამართულ ღონისძიებას - „ცნობიერების ამაღლება მიგრანტთა უფლებების შესახებ არა მხოლოდ დღეს“ დაესწრო. ღონისძიებაზე გაიმართა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „მიგრაციული პროცესები ფოტო კადრში“ წარმოდგენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორთა დაჯილდოვებაც. წარმატებული ნამუშევრების გამოვლენის პროცესში, სამინისტროს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“.
ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრატთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის პროექტს, უკვე მეორედ ახორციელებს.
ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას 2017 წლის მარტის ჩათვლით სთავაზობს და საქართველოს, სულ 6 რეგიონში, არალეგალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს. (აჭარა, სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი). პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალად ან საზღვარგარეთ გააჩდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში. ასეთი პირები ორგანიზაციის მხრიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას მიიღებენ. საქმეებზე მომზადდება განცხადებები, მიმართვები, სარჩელები, შესაგებლები, კერძო სარჩელები, საჩივრები და გაიგზავნება შესაბამის ადრესატებთან. მოხდება მათზე მიდევნება და გადაწყვეტილებების შესაბამისი რეაგირება.
პროექტი ხორცილდება საქართველოს მთელ ტერიტორაზე და გათვალისწინებულია არანაკლებ 20 ბენეფიციარის იურიდიული მომსახურება.