„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული სასამართლო ინსტანცია, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტური კორპუსი სპეციალური ნომინაციებში დააჯილდოვეს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებითა და ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული, უცვლელი ნომინაციებით, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ 2016 წლის შეფასებისთვის, ნომინანტები და გამარჯვებულები შემდეგი უწყებები, ინსტიტუციები და საქმიანი სფეროს წარმომადგენლები გახდნენ:
- „ღია სასამართლო ინსტანცია“ – ბათუმის საქალაქო სასამართლო;
- „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
- „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო;
- „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
- „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – „საქართველოს რკინიგზა“;
- „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – „ქალთა ფონდი საქართველოში“;
- „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო „კვირა“ და „კვირას“ მედია-კლუბი;
- „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – ტელეკომპანია „იბერია“, გადაცემა „ბიზნეს კოდი“;
- „საზოგადოების ხმა“ – ტელეკომპანია „პალიტრა NEWS“, გადაცემა: „3600“.
- „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016“
- მაცაცო გახოკიძე, ტელე/რადიო „ობიექტივი“;
- თამთა კაკაურიძე, სააგენტო „გურიანიუსი“;
- ნათია კოპალიანი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- ჯაბა ხუბუა, გაზეთი „ასავალ - დასავალი“;
- მანანა სუხიშვილი, „საერთო გაზეთი“;
- ნენე სტეფანიშვილი, სააგენტო „რეპორტიორი“;
- გენო ოსიყმაშვილი, ტელეკომპანია „GDS“;
- სალომე გოგოხია, ტელეკომპანია „მაესტრო“.
„ორგანიზაციის მეგობარი“
- ლია მუხაშავრია, ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი;
- ირაკლი ყანდაშვილი,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საზოგადოებას აგრეთვე შეახსენებს 2015 და 2014 წლებში დასახელებულ და გამარჯვებულ უწყებებსა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს.
2015 წელი
- თბილისის საქალაქო სასამართლო - „ღია სასამართლო ინსტანცია“;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - „ყველაზე ღია საჯარო უწყება“;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი - „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“;
- „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი - ACICC” - „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“;
- სააგენტო „პირWელი“ – „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“;
- გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2015“;
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალისტი ლელა გოგოლაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“;
- გაზეთი „ალია“, ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“;
- ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“;
- გაზეთი „კვირის ქრონიკა“, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“;
- ჟურნალისტი დარინა დავითაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“.;
- ტელეკომპანია „მაესტრო“, გადაცემა „ბიზნეს-კონტაქტი“ – „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“;
- რადიო „იმედი“ – „საზოგადოების ხმა“
- „ორგანიზაციის მეგობარი“ - ზაზა ხატიაშვილი, ლია ელიავა
2014 წელი
- თბილისის საქალაქო სასამართლო - „საუკეთესო სასამართლო ინსტანცია ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის“
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - „ყველაზე ღია საჯარო უწყება“.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - „ყველაზე კომუნიკაბელური სამინისტრო“.
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“.
- შპს „საქართველოს ფოსტა“ – „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“.
- ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი - „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“.
- პრეს-კლუბი „რეპორტიორი“ – „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“.
- ახალი ამბების სააგენტო „კვირა“, ჟურნალისტი მარიამ ზედგინიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2014“
- გაზეთი „ქრონიკა+“, ჟურნალისტი თამარ ბატიაშვილი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- გაზეთი „ქართული სიტყვა“, ჟურნალისტი ნათია გოგიტიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2014“
- საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ – „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“
- საზოგადოებრივი რადიო 1 – „საზოგადოების ხმა“
- რადიო პალიტრა, გადაცემა „შუადღის ამბები განო და კოტე“ - „საზოგადოების ხმა“
- „ორგანიზაციის მეგობარი“ - სოფიო აზარიაშვილი (ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში)