„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გორში მიგრანტთა რეინტეგრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართეს

22 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების“ პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში რეგიონალური შეხვედრა გამართა და მოქალაქეებს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ არსებული სინამდვილე, გამოწვევები, პრევენცია და სხვა ქვეყნის გამოცდილება გააცნო.

პროექტის დირექტორის, არჩილ ნადირაძის განცხადებით, ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას 2017 წლის მარტის ჩათვლით სთავაზობს და საქართველოს, სულ 6 რეგიონში, არალეგალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას განახორციელებს.

არჩილ ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალად ან საზღვარგარეთ გააჩდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მხრიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას მიიღებენ. საქმეებზე მომზადდება განცხადებები, მიმართვები, სარჩელები, შესაგებლები, კერძო სარჩელები, საჩივრები და გაიგზავნება შესაბამის ადრესატებთან. მოხდება მათზე მიდევნება და გადაწყვეტილებების შესაბამისი რეაგირება.

პროგრამის/პროექტის პრეზენტაცია უკვე ჩატარდა ბათუმში, ქობულეთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პროექტის  ფარგლებში, გორის შემდგომ, შეხვედრები დაგეგმლია  მარნეულსა და გურჯაანში.  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არალეგალური მიგრაციის შესახებ პრეზენტაციების მიზანია, თუ რას გულისხმობს არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზები, რომელია ადამიანთა ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეები, რა საკანონმდებლო სიახლეებია ეროვნულ და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნებში, რა პრევენციას ანხორციელებს საქართველო და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნები, როგორ იცავს და ეხმარება საქართველო არალეგალური მიგრაციის შედეგად დაზარალებულ პირებსა და მსხვერპლთ, ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს უფლებამოსილ ორგანოებთან/პირებთან დაკავშირება. პრეზენტაციას უძღვება პროექტის იურისტი მარიამ სვიმონიშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს. პროექტი ხორცილდება საქართველოს მთელ ტერიტორაზე. გათვალისწინებულია არანაკლებ 20 ბენეფიციარის იურიდიული მომსახურება.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალურ ათვისებას, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ბენეფიციარზე მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, სრულად დაიხარჯება 500 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართა ინტერესები (სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის მომზადება, სანოტარო მოქმედებები, ინფორმაციის მიღება და სხვა) მოითხოვს გამოყოფილ 500 ლარზე მეტი თანხის დახარჯვას, ორგანიზაცია აღნიშნულ ბენეფიციარებს უარს არ ეტყვის მომსახურების გაწევაზე ბენეფიციარის თანადაფინანსების მონაწილეობით.

აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ორგანიზაციაში ბენეფიციარებთან ურთიერთობისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 291202.

ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრატთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფის პროექტს, უკვე მეორედ ახორციელებს.

სახელმწიფომ 2016 წლის იანვარში „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისთვის, სპეციალური ჯილდოც გადასცა.



კომენტარები