„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გამოფენას დაესწრო

1 თებერვალი, 2017

2017 წლის 1 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისროს სახელმწიფო პროგრამის, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია, ფარგლებში რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სახლმწიფო პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტის, გიორგი ლაღიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის  ქართული ემიგრაციის მუზეუმის კუთვნილებაში არსებული ქართველი ემიგრანტების პროზაული ნაწარმოებები, წერილები და ისტორია  წაიკითხეს  რუსთაველის თეატრის დასის წევრებმა, მსახიობებმა: ია სუხიტაშივილმა, ლაშა ჯუხარაშვილმა, გეგა ჩხეიძემ და  ნატალია ყულოშვილმა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის  ნიშვნელობაზე ისაუბრა, დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. ღონისძიებას სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ. ნიჭიერი მხატვრის, საქართელოში დაბრუნებული მიგრანტის, გიორგი ლაღიძის ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს,  უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს და არალეგალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს. 



კომენტარები