ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, მიმდინარე გამოწვევებსა და შედეგებზე სადისკუსიოდ, ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდება. მედია–ფორუმს გაზეთების, ახალი ამბების სააგენტოებისა და ტელევიზიის წარმომადგენლები დაესწრება. შეხვედრის მიზანს სამართლიანობის აღდგენის პროცესში ორგანიზაციის ჩართულობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის ანალიზი და წარმოდგენილ კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებზე მოსალოდნელი პერსპექტივების შეფასება წარმოადგენს. ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის ჩამორთმევის საქმის ახალ დეტალებს და საქმეზე არსებულ სამართალწარმოების პროცესს. აღნიშნული საქმე 2006 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულის მაგალითს წარმაოდგენს.
შეხვედრას მოდერაციას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი გაუწევს. მედია–ფორუმი 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.