სიახლეები

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპრეზიდენტო არჩევნებს თბილისის ათივე ოლქში აკვირდება

1 იანვარი, 2013

ორგანიზაცია, 12:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდნეტო არჩევნების მიმდინარეობას თბილისში მშვიდობიან გარემოში აფასებს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2012 წლის საქმიანობა შეაჯამეს

28 დეკემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2012 წლის ქართული უფლებადაცვითი სფერო ორი ზღვარგამყოფი მაჩვენებლით ხასიათდება – სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება და სამართლიანობის აღდგენის ისტორიული პროცესის დაწყება. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ასეთი მძიმე უფლებადაცვითი პერიოდი არ ჰქონია

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ომბუდსმენისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მინიჭების უფლებით გამოდიან

21 დეკემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმზრვანელო დოკუმენტის მომზადებაში.

[ იხილეთ სრულად ]

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურება სტაჟის გარეშე, ახალი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს

19 დეკემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა გონივრულ ვადაში მოახდინოს თბილისის საჯარო სკოლის პედაგოგთა წარმომადგენლობითი ნაწილის წინადადებების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ახლებურ მიდგომას და დარეგულირებას.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარის რეგიონის ადვოკატთა პროტესტზე მთავარ პროკურორს განმარტებისთვის მიმართავს

17 დეკემბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვიზიარებთ აჭარის რეგიონში ადვოკატთა კორპუსის პროტესტს და მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას აჭარის ავტონომიის პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გადახედოს.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლო სხდომების მედიით გაშუქების ინიციატივა მეტ დაზუსტებას მოითხოვს

13 დეკემბერი, 2012

საქართველოს სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების სახით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაშუქების უფლება ბრუნდება.

[ იხილეთ სრულად ]

სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის დასახელება სამოქალაქო საზოგადოების საერთო პოზიციის წარმატებაა

4 დეკემბერი, 2012

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებული კანიდატის მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაშვებული შეცდომის გასწორება მოახდინა, თუმცა მეტი დამოკრატიისთვის სრული მზადყოფნა იქნებოდა ომბუდსმენის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა დასახელებულიყო.

[ იხილეთ სრულად ]

პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევა კონკურენტულ პირობებში, რეგლამენტის დაცვით უნდა შეძლოს

28 ნოემბერი, 2012

საქართველოს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებული არც ერთი წარმომადგენლის მიმართ საკანონმდებლო ორგანოში საპროგრამო საკითხების გაცნობის მიზნით, ოფიციალური შეტყობინება არ გაუგზვანია, რაც არსებული ვითარებით, პარლამენტის მხრიდან მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ დადასტურებულ ნდობას ნიშნავს და სახალხო დამცველის არჩევას კონკურენტულ გარემოში გამორიცხავს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის თავმჯდომარისგან სახალხო დამცველის საკითხით დაინტერესდნენ

14 ნოემბერი, 2012

2012 წლის 14 ნოემბერს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან არასამათავრობო სექტორის შეხვედრაში მიიღეს. პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან ეფექტური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა და ამ მიმართულებით, სხვადასხვა არასამტავრობო ორგანიზაციას, მათი ინტერესის სფეროების მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობის მოდელი შესთავაზა.

[ იხილეთ სრულად ]