განათლება

„ახალაგზრდა ადვოკატები“ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს რეკომენდაციით მიმართავს

29 აპრილი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის ღიაობას და კომპეტენციის გაზრდას მოითხოვს.

[ იხილეთ სრულად ]

„ბაღების საქმეზე“ პროკურატურამ საქმისწარმოება დაიწყო

1 იანვარი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ბაღების საქმეზე“ თბილისის მერიის მომავალ ადმინისტრაციას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა კომისიის შექმნის წინადადებითაც მიმართავს

[ იხილეთ სრულად ]

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურება სტაჟის გარეშე, ახალი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს

19 დეკემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა გონივრულ ვადაში მოახდინოს თბილისის საჯარო სკოლის პედაგოგთა წარმომადგენლობითი ნაწილის წინადადებების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ახლებურ მიდგომას და დარეგულირებას.

[ იხილეთ სრულად ]

განათლების სამინისტროს ორი მოქმედება წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას ახალისებს?!

14 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონტროლის პალატისგან მოითხოვს დროული რეაგირება მოახდინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების სამინისტროს ლევან კიკვიძის გათავისუფლებაზე რეაგირების დაწყებისთვის მიმართავს

5 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის #51 გ. ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის ისტორიისა და სახელმწიფოს და მოქალაქეობის პედაგოგის ლევან კიკვიძის გათავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევად და დისკრიმინაციად აფასებს და პედაგოგის უფლებებს ნებისმიერ სტადიაზე დაიცავს. ორგანიზაცია ლევან კიკვიძის საჯარო სკოლიდან იძულებით წამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით, ოფიცილური წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

[ იხილეთ სრულად ]