საჯარო მმართველობა

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს

15 აპრილი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნას გამოაქვეყნებს. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2012 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს

[ იხილეთ სრულად ]

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა დაითხოვოს

8 მარტი, 2013

საქართველოს პარლამენტს რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესში და მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, რომელიც რადიკალური გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

22 თებერვალი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ინტერესებს წარმოადგენს. სასამართლო დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტების“ შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.

[ იხილეთ სრულად ]

მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებისას საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსირებისა და ანაბრების დაბრუნების საკითხი უნდა დააყენოს

14 თებერვალი, 2013

საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, თუმცა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პარარელურად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საკითხმაც, რომელიც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმურ მიზნებსა და მოთხოვნილებებს მიესადაგება.

[ იხილეთ სრულად ]

ჯანდაცვის სამინისტრომ უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი თანამშრომლების საქმე უნდა გადახედოს

7 თებერვალი, 2013

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

[ იხილეთ სრულად ]

პარლამენტმა პოლიტდევნილთა ახალი საქმეების განხილვა გამჭვირვალე უნდა გახადოს

5 თებერვალი, 2013

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეების შემსწავლელმა კომისიამ წარდგენილი საქმეების განხილვა უმოკლეს ვადაში უნდა შეძლოს, ხოლო საზოგადოებას მიეწოდოს გარკვეული ინფორმაცია პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რა პერიოდი დაჭირდება ახალი საქმეების მიმართ გადაწყვეტილებების გამოტანას.

[ იხილეთ სრულად ]

ფადი ასლიმ მთავრობის ცვლილებებს და საზოგადოების უფლებებს მეტი პატივი უნდა სცეს

25 იანვარი, 2013

საქართველოს მთავრობის ინიციატივა ძირეულად შეიცვალოს შრომის სამართლებრივი ურთიერთობები და მიღებულ იქნეს ახალი შრომის სამართლის კოდექსი საფუძვლებს ქმნის აღმოიფხვრას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დღემდე არსებული დისკრიმინაციული ურთიერთობა და დასაქმებულის უფლებების დაცვას ჰქონდეს სამართლებრივი მნიშვნელობის ძალა.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს პრეზიდენტმა პარტიული თანამდებობა უნდა დატოვოს

22 იანვარი, 2013

„ახალგარზდა ადვოკატების“ აზრით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ–სამართლებრივი ვითარება განუხტოს და იხელმძღვანელოს ევროპული დემოკრატიის პრინციპებით. იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა თვითნებურად გახანგრძილევულია, ხოლო საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა – გადადგეს პრეზიდენტი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ არის მხარდაჭერილი, შექმნილ ვითარებაში სამართლიანია თავად პრეზიდენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას შეაჩერებდა

[ იხილეთ სრულად ]