თბილისში, 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი საზოგადოებრივი შეკრება, ბოლო წლების ქართული, წინასაარჩევნო კამპანიების დაწყების ისტორიაში, უპრეცედენტოა, რაც პირდაპირ მიუთითებს ხალხის კონსტიტუციურ უფლებაზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განხორციელების დროს გამოიყენოს სამოქალაქო უფლება. ფაქტობრივად, პირველად ხდება, როდესაც საპირწონე პოლიტიკური ცენტრის საარჩევნო პროგრამის გასაცნობად, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ღია ცის ქვეშ შეიკრიბება.