2012 წლის 16 ივლისს, ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ახალგაზრდული ალიანსი: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს და ალიანსის დეკლარაცია მიიღეს. ახალგაზრდული ალიანსის დეკლარაციაში ალიანსის შექმნის მიზეზები და მიზნები ჩამოყალიბდა.
საქართველო შავიზღვისპირეთში ტრეფიკინგის რეალური ფაქტების შექმნით, კრიმინალური ბიზნესის დაუსჯელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურიგებელი პოზიციით, საერთაშორისო სკანდალის წინაშე იმყოფება. მედიის მხრიდან საზოგადოებისთვის გონიოს მაგალითზე წარმოჩენილმა ფაქტებმა აჭარის ტურისტული მიმზიდველობა, შესაძლებელია დარტყმის ქვეშ დააყენოს
საქართველოს პარლამენტის თანხმობა კერძო საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ ეროვნული მაუწყებლები და საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მოუსმინონ და შეაფასონ განსხვავებულ აზრს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შთამბეჭდავი წარმატებაა.
“ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას განმარტებისთვის ოფიციალური წერილით მიმართავს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპიდან გამომდინარე, მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას – მიმდინარეობს თუ არა მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის შემორიგების მიზნით და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეთავაზების გარდა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონტროლის პალატისგან მოითხოვს დროული რეაგირება მოახდინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს.
სატრანსპორტო გაერთიანება „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილება თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში აიკრძალოს რადიო–არხების მაუწყებლობა, პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე–10 მუხლს და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზვანილ წერილში, ქალაქ თბილისის მერია დედაქალაქის მიკროავტობუსებში რადიოგავრცელების აკრძალვას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად არ განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდული გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება სახელმწიფოს ვალდებულებად მიაჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის #51 გ. ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის ისტორიისა და სახელმწიფოს და მოქალაქეობის პედაგოგის ლევან კიკვიძის გათავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევად და დისკრიმინაციად აფასებს და პედაგოგის უფლებებს ნებისმიერ სტადიაზე დაიცავს. ორგანიზაცია ლევან კიკვიძის საჯარო სკოლიდან იძულებით წამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით, ოფიცილური წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს
საქართველოს საზოგადოებას გააჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოს განახლებული მთავრობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ახალ კანდიდატურას განიხილავდა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო სისტემაში არსებული კრიტიკული მდგომარეობით, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მისიების მკაცრი შეფასებებით
საქართველო გაერო–ს ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა, თუმცა ქვეყანას, 1990–იანი წლებიდან მოყოლებული და არც ახლა, არ გააჩნია მკაფიო და კონკრეტული სამოქმედო ეროვნული სტრატეგია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, კონვენციით აღიარებული უფლებების განუხრელად დაცვა გამხდარიყო საყოველთაო და პრევენციული