2012 წლის 14 ნოემბერს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან არასამათავრობო სექტორის შეხვედრაში მიიღეს. პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან ეფექტური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა და ამ მიმართულებით, სხვადასხვა არასამტავრობო ორგანიზაციას, მათი ინტერესის სფეროების მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობის მოდელი შესთავაზა.
„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სამართალდამცველი სისტემის დეპოლიტიზირებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სტრუქტურების შექმნა საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. სახელმწიფოს უარი უკანონო სატელეფონო მოსმენების, ინტერნეტ–კონტროლსა და მოქალაქეთა პირადი თავისუფლების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოში შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, სასამართლო წესით, განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის პირველი საქმე მოიგო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის და მხარდაჭერის საზოგადოებრივ მოძრაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არღვევს შეთანხმებას საზოგადოებასთან და ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს,
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანიდატებისთვის ღია დებატების გამართვის მოთხოვნით ღია წერილს უგზვანის.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ოფიციალური წერილით მიმართეს და ლია მუხაშავრიას მხარდამჭერი 100–ზე მეტი ორგანიზაციების ხელმოწერაც წარუდგინეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა ინსტიტუციური დაცვის მექანიზმების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას უწოდებს უმნიშვნელოვანესს, საქმიანს და გამოთქვამს სურვილს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადვოკატთა კორპუსის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საკითხების სახელისუფლებო შტოებთან თანამშრომლობით გადაჭრასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შეთავაზება საქართველოს პარლამენტისთვის დემოკრატიული პროცესის აქტიურ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ. ამ მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ტესტია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ობუდსმენის არჩევისას არასამთავრბო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატები.
კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართავს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს განმარტებას, თუ რა მიზეზით, დამსახურებითა და მოტივაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორ დავით მჭედლიშვილს მინიჭებოდა საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მაღალი ჯილდო – ღირსების მედალი.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ გაზეთ „გურია ნიუსის“ აჭარის რეგიონალური კორესპოდენტის, ტარიელ ცეცხლაძის მიმართ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძის მხრიდან განხრციელებულ ქმედებას ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტად და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად აფასებს.