მართლმსაჯულება

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

22 თებერვალი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ინტერესებს წარმოადგენს. სასამართლო დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტების“ შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლო სხდომების მედიით გაშუქების ინიციატივა მეტ დაზუსტებას მოითხოვს

13 დეკემბერი, 2012

საქართველოს სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების სახით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაშუქების უფლება ბრუნდება.

[ იხილეთ სრულად ]

ადვოკატმა სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირველი საქმე მოიგო

10 ნოემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოში შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, სასამართლო წესით, განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის პირველი საქმე მოიგო.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლომ მსჯავრდებულთა წამების საქმე უვადო პატიმრობის მუხლით უნდა დაიწყოს

24 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვხატავთ უკიდურესს პროტესტსს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართული მართლმსაჯულება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მთავარი პროკურატურის მოთხოვნის გამტარი და საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებაში ბრალდებულ პირთა წრის ქმედებების დაკვალიფიცირება მოახდინა ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და შემზარავი დანაშაულის სამართალწარმოება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 144.1 და 144.3 მუხლების მიხედვით,

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ დაჩი ცაგურიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

22 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებასთნ დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ მის დაკავებას და ცემის ფაქტს. ხელისუფლება დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული დაკავებით ცდილობს გაანეიტრალოს ის საყოველთაო პროტესტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით თბილისში, 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლოს გადაწყევტილება საზოგადოებრივ სიმშვიდეს საფრთხის ქვეშ აყენებს

22 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 სექტემბერს თბილისში და 22 სექტემბერს რუსთავში, ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

[ იხილეთ სრულად ]

საზოგადოებამ მინისტრებს და საჯარო მმართველებს ღირსების გადაწყვეტილება უნდა მოსთხოვოს

20 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.

[ იხილეთ სრულად ]

პატიმრების ძალადობაზე გამოძიებას ნდობა მხოლოდ ბაჩო ახალაიას და მურთაზ ზოდელავას გადადგომის შემდეგ ექნება

19 სექტემბერი, 2012

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს.

[ იხილეთ სრულად ]