მართლმსაჯულება

"რას მოუტანს პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალება საზოგადოებას?!"

25 ოქტომბერი, 2013

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს პრეზიდენტის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული შეწყალება

[ იხილეთ სრულად ]

კვლევა რწმენისა და აღმასრებლობის შესახებ

6 ოქტომბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“ კვლევის პრეზენტაცია და თემაზე სადისკუსიო მრგვალი მაგიდა გამართა.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლომ ირაკლი ქველაძის გათავისუფლების საქმის განხილვა დაიწყო

1 ოქტომბერი, 2013

ირაკლი ქველაძის მხრიდან ხელმძღვანელობის მხილებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორ ნინო ჩიჩუას, თბილისის იუსტიციის სახლის აწ უკვე ყოფილ დირექტორ გივი ჭანუყვაძისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილის მხრიდან რეპრესიული ქმედებების განხორციელება მოჰყვა.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაზე საუბარი ნაადრევია

3 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიმართავს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების შეფასებისას, ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავებას სთხოვენ. საზოგადოებამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა შეაფასოს, როგორც საბოლოო ვერდიქტი, რადგანაც საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, საქართველოში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება კვლავ ძალაში დარჩეს

24 ივლისი, 2013

საქართველოში მიწის შესახებ დაცვის კანონმდებლობა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და რეგულაციას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვს, რადგანაც, 2004–2012 წლებში გატარებულმა სამთავრობო პოლიტიკამ ქართული მიწის უკონტროლოდ გასხვისება გამოიწვია. სწორედ ამ თვალსაზრისითაა მისასალმებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, დროებითი მონატორიუმი დაწესდეს მიწის გასხვისების პროცესზე

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლომ 1990–იანი წლების ჰიპერინფლაციის მთავარი მიზეზი საიდუმლოდ დატოვა

29 მაისი, 2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ დავის საგანი – 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის შესახებ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საბანკო საიდუმლოებად მიიჩნია.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლო სხდომაზე, ეროვნული ბანკმა, 1990–იან წლებში, კრედიტების გაცემის არამართლზომიერება დაადასტურა

24 აპრილი, 2013

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვა გაიმართა. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყოფილი მეანაბრეებიც დაესწრებიან

10 აპრილი, 2013

საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი საქართველოს ათობით მოქალაქემ გამოთქვა, რომლებსაც 1990–იან წლებში კუთვნილი ანაბრები დაეკარგათ და გაუფასურდათ. ყოფილმა მეანაბრეებმა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვლი მოსარჩელე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ცხელ ხაზზე კომუნიკაციის შედეგად დააფიქსირეს.

[ იხილეთ სრულად ]