„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებასთან ინსტიტუციურ დიალოგს იწყებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ინსტიტუციური დიალოგის საარჩევნო პროგრამად ჩამოყალიბებისთვის მიმართავს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი რექტორის არჩევა, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცედურების დაცვით მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემების შესახებ მინისტრ ირაკლი ალასანიას კიდევ ერთხელ მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს დააკვირდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრ თამარ სანიკიძეს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და საკუთარი ოჯახის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის დაჩქარება სთხოვა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის გადადგომა პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შედეგია და საპარლამენტო ოპოზიციის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომი შედეგების პროგნოზირებაზე მიანიშნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული პრობლემების მიმართ რეაგირებისკენ მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს შესწავლილ იქნეს მოსახლეობის კომუნალურ მომსახურებაში არსებული ორი მთავარი პრობლემა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივგების კვირეულს შეუერთდება. ორგანიზაცია ერთი კვირის განმავლობაში, 8 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ადგილნაცვალი პირებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს მათ სამართლებრივ კონსულტაციას და წარმომადგენლობას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიმართავს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების შეფასებისას, ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავებას სთხოვენ. საზოგადოებამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა შეაფასოს, როგორც საბოლოო ვერდიქტი, რადგანაც საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებულ მდგომარეობას და მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საზოგადოებისთვის მიწოდებულ იქნეს ინფორმაცია, ვინ უზრუნველყოფს და რამდენად შესაბამისობაშია სტანდარტებთან სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა.