უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება 27 ივლისს, თბილისში, გამოფენასთან დაგეგმილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის პარალელურად, პარტიის მიმართ უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების შეკრებისკენ მოწოდების ფაქტს.
საქართველოში მიწის შესახებ დაცვის კანონმდებლობა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და რეგულაციას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვს, რადგანაც, 2004–2012 წლებში გატარებულმა სამთავრობო პოლიტიკამ ქართული მიწის უკონტროლოდ გასხვისება გამოიწვია. სწორედ ამ თვალსაზრისითაა მისასალმებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, დროებითი მონატორიუმი დაწესდეს მიწის გასხვისების პროცესზე
იუსტიციის სახლში არსებული პრობლემების გასაჯაროებისა და განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, სამსახურიდან ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ირაკლი ქველაძე გაანთავისუფლეს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა დაჩქარდეს გამოძიება იმ საქმეზე, რომელიც ეხება ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების ქმედებებს, რომლებმაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2013 წლის 25–26 მაისს, სამი ქობულეთელი ახალგაზრდის მიმართ ჩაიდინეს არამართლზომიერი ქმედება.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქობულეთის ინციდენტთან მიმართებით მყისიერ რეაგირებას და შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეხვედრა იყო მესამე სექტორის წარმომადგენლებთან სამინისტროს ეფექტური კომუნიკაციის გამოხატულება.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ სასამართლო სხდომებზე დასწრებას ვთავაზობთ, რა დროსაც განხილულ იქნება თავისი ხელმოწერით, 2010 წელს, თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის მიერ კურსდამთავრებულ ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების სერტიფიკატის კანონიერების საკითხი.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სასამართლოში უჩივის.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დროებით მსოფლიოს 32 ქვეყანაში ემიგრაციაში იმყოფებიან, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორგანზიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2013 წლის 17 მაისს, თბილისში გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაცია, ფაქტების ეფექტური გამოძიებისთვის, ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას გადასცა. ორგანიზაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამაინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ბოლო პერიოდში, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალების ე.წ. „ბიოპლანის“ მოხმარების, შესყიდვისა და გამოწერის ამკრძალავი მექანიზმის შემოღების დაჩქარებას მოითხოვს.