„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ.
2013 წლის 11 აპრილს, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტების“ წარმომადგენლები შიდა–ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაციებმა ადგილობრივ საზოგადოებას საბჭოთა ანაბრების კვლევის მიმდინარეობა და საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკა გააცნეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონაწილეობას მიიღებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ მიერ საქართველოს რეგიონებში დაგეგმილ გასვლით შეხვედრებში, რომლის მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებას უშუალოდ გაეცნოს საბჭოთა ანაბრების ეკონომიკური და სამართლებრივი კვლევის მიმდინარეობა და საკითხის ირგვლივ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.
თბილისში, ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, თემაზე: „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბარი“, ერთდღიანი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიმდინარე კვლევის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბრის დაბრუნების შესაძლებლობების სამართლებრივი გზები და ამ მიმართულებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2012 წლის ქართული უფლებადაცვითი სფერო ორი ზღვარგამყოფი მაჩვენებლით ხასიათდება – სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება და სამართლიანობის აღდგენის ისტორიული პროცესის დაწყება. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ასეთი მძიმე უფლებადაცვითი პერიოდი არ ჰქონია
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ“ ქობულეთში ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. არასამთავრობოთა ხელმძღვანელების განცხადებით, ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხანდაზმულ ქალთა სრულფასოვან და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას
2012 წლის 16 ივლისს, ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ახალგაზრდული ალიანსი: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს და ალიანსის დეკლარაცია მიიღეს. ახალგაზრდული ალიანსის დეკლარაციაში ალიანსის შექმნის მიზეზები და მიზნები ჩამოყალიბდა.