თვითმმართველობა

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრის უკანონო მოქმედებებს მფარველობს

16 აპრილი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის მიერ საკრებულო წევრის თემურ ჯინჭარაძის მფარველობის ფაქტს საქართველოს პრემიერის აპარატს და საქართელოს პარლამენტს გააცნობს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ღია წერილსაც გამოეხმაურა

[ იხილეთ სრულად ]

ქობულეთის საკრებულო ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

19 მარტი, 2013

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს, რითაც არღვევს საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესს და წინააღმდეგობაში მოდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ევროპულ კონვენციებთან და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებთან.

[ იხილეთ სრულად ]

„ბაღების საქმეზე“ პროკურატურამ საქმისწარმოება დაიწყო

1 იანვარი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ბაღების საქმეზე“ თბილისის მერიის მომავალ ადმინისტრაციას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა კომისიის შექმნის წინადადებითაც მიმართავს

[ იხილეთ სრულად ]

ქობულეთის გამგეობა ბიძინა ივანიშვილისთვის სცენის დადგმას ჯარიმის სანაცვლოდ დასთანხმდა

23 სექტემბერი, 2012

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივ საზოგადოებასთნ შეხვედრის დეორგანიზაციას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და მკაცრი მოთხოვნების შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სცენის დამოტაჟებას დასთანხმდა.

[ იხილეთ სრულად ]

„თბილისის მიკროავტობუსსა“ და სარეკლამო კომპანიას შორის ხელშეკრულება არაკონსტიტუციურია

11 ივნისი, 2012

სატრანსპორტო გაერთიანება „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილება თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში აიკრძალოს რადიო–არხების მაუწყებლობა, პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე–10 მუხლს და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლს.

[ იხილეთ სრულად ]

მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას თბილისის მერია ეთანხმება და ემიჯნება კიდეც

10 ივნისი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზვანილ წერილში, ქალაქ თბილისის მერია დედაქალაქის მიკროავტობუსებში რადიოგავრცელების აკრძალვას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად არ განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდული გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება სახელმწიფოს ვალდებულებად მიაჩნია.

[ იხილეთ სრულად ]