არჩევნები

1000–მდე მანდატური დამკვირვებელი იქნება – ხელისუფლება არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

25 ივლისი, 2012

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ მანდატურის ინსტიტუტის სრული მობილიზაცია მოახდინა. თბილისის მანდატურები, იდენტიფიცირების გარეშე, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ატყობინებენ, რომ მათ უკვე მიიღეს დავალება აქტიური კონტროლი განახორციელონ მომავალ არჩევნებში. მათი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მანდატურები დამკვირვებლად გადაამზადა და არჩევნებს სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან.“

[ იხილეთ სრულად ]

მთავრობის “ხელშეკრულება საქართველოსთან” სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს და დისკრიმინაციულია

20 ივლისი, 2012

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი შეთავაზებული მრავალმხრივი სახელშეკრულებო პირობა არჩევნებში მხარდაჭერის მიღების მოტივით, სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკისთვის წარმოადგენს ნონსენსს, ფორმალური ხასიათით კი გულისხმობს პირობიან გარიგებას, წინარე ხელშეკრულების სახეობას და შინაარსით წარმოადგენს დისკრიმინაციულს.

[ იხილეთ სრულად ]

ხელისუფლების მხრიდან Must Carry-ზე თანხმობით, არჩევნების ჩატარებას აზრი მიეცა

22 ივნისი, 2012

საქართველოს პარლამენტის თანხმობა კერძო საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ ეროვნული მაუწყებლები და საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მოუსმინონ და შეაფასონ განსხვავებულ აზრს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შთამბეჭდავი წარმატებაა.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 27 მაისის აქციაზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მიესალმება

27 მაისი, 2012

თბილისში, 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი საზოგადოებრივი შეკრება, ბოლო წლების ქართული, წინასაარჩევნო კამპანიების დაწყების ისტორიაში, უპრეცედენტოა, რაც პირდაპირ მიუთითებს ხალხის კონსტიტუციურ უფლებაზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განხორციელების დროს გამოიყენოს სამოქალაქო უფლება. ფაქტობრივად, პირველად ხდება, როდესაც საპირწონე პოლიტიკური ცენტრის საარჩევნო პროგრამის გასაცნობად, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ღია ცის ქვეშ შეიკრიბება.

[ იხილეთ სრულად ]