„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვხატავთ უკიდურესს პროტესტსს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართული მართლმსაჯულება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მთავარი პროკურატურის მოთხოვნის გამტარი და საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებაში ბრალდებულ პირთა წრის ქმედებების დაკვალიფიცირება მოახდინა ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და შემზარავი დანაშაულის სამართალწარმოება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 144.1 და 144.3 მუხლების მიხედვით,
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვის ფაქტს ადასტურებს და შემთხვევას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოცემული ბრძანებით, პარლამენტის აპარატის დებულებაში განახორციელოს ცვლილება, რომლის ძალითაც, ქუთაისში გადატანილ საქართველოს პარლამენტს დედაქალაქში შეუნარჩუნდება წარმომადგენლობითი ფუნქცია და თბილისში დარჩება პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2012 წლის 4 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიმართ გაგზვანილი ხუთი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა,
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონტროლის პალატისგან მოითხოვს დროული რეაგირება მოახდინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს.