საჯარო მმართველობა

„ახალგაზრდა ადვოკატები: დიმიტრი შაშკინის ზოგიერთი მოსაზრების გამო

13 ივლისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ სასამართლო სხდომებზე დასწრებას ვთავაზობთ, რა დროსაც განხილულ იქნება თავისი ხელმოწერით, 2010 წელს, თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის მიერ კურსდამთავრებულ ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების სერტიფიკატის კანონიერების საკითხი.

[ იხილეთ სრულად ]

დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების სერთიფიკატები ყალბდებოდა

12 ივლისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სასამართლოში უჩივის.

[ იხილეთ სრულად ]

მთავარმა პროკურატურამ „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაცია მხედველობაში მიიღო

2 ივლისი, 2013

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორგანზიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2013 წლის 17 მაისს, თბილისში გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაცია, ფაქტების ეფექტური გამოძიებისთვის, ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას გადასცა. ორგანიზაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ხელისუფლებას საბჭოთა ანაბრების პრობლემის მოგვარების სარეკომენდაციო პაკეტი შესთავაზა

14 ივნისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ სამართლებრივი კვლევა წარმოადგინა და საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, პრობლემის მოგვარების სარეკომენდაციო პაკეტი შესთავაზა. 18 სარეკომენდაციო წინადადება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების საკითხთან მიმართებით, დღემდე არსებულ ყველა მოსაზრებას, არსებითად ცვლის.

[ იხილეთ სრულად ]

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიტიკური გათავისუფლების საქმეების გადახედვას აჭიანურებს

5 ივნისი, 2013

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცვლის 2013 წლის 22 მაისის რეკომენდაციას არ ასრულებს, რითაც სამინისტროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა დაევალა. სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას უკვე თვეების მანძილზე ითხოვენ.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ადვოკატების პროტესტი სამართლიანია

30 მაისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საქართველოს ადვოკატების საპროტეტსო აქციის მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არ დაამტკიცოს წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც დაცვის ინსტიტუტის უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

28 მაისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ალტენრატიულ წინადადებას სთავაზობს.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 17 მაისის განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს

23 მაისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილი ქონდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც აღიარებული და განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით.

[ იხილეთ სრულად ]