საჯარო მმართველობა

თავდაცვის სამინისტრომ სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი დაადასტურა

27 აგვისტო, 2013

ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2013 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია სფეროს 4 მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

[ იხილეთ სრულად ]

1127 მსჯავრდებული საარჩევნო ხმით უზრუნველყოფას მოითხოვს

26 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულების სისტემაში გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და 1127 ამომრჩეველი მსჯავრდებულისთვის არჩევნებში მონაწილეობის სათანადო უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ადვოკატმა, სოფიო ლეჟავამ განაცხადა.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 აგვისტოს განცხადებაზე

21 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით 2013 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციის 2013 წლის 31 ივლისსა და 17 აგვისტოს გამართული ბრიფინგები შეფასდა.

[ იხილეთ სრულად ]

რატომ სდუმს განათლების სამინისტრო ქობულეთის კოლეჯში ნეპოტიზმის ფაქტებზე?

15 აგვისტო, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრ თამარ სანიკიძეს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და საკუთარი ოჯახის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის დაჩქარება სთხოვა.

[ იხილეთ სრულად ]

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, საქართველოში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება კვლავ ძალაში დარჩეს

24 ივლისი, 2013

საქართველოში მიწის შესახებ დაცვის კანონმდებლობა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და რეგულაციას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვს, რადგანაც, 2004–2012 წლებში გატარებულმა სამთავრობო პოლიტიკამ ქართული მიწის უკონტროლოდ გასხვისება გამოიწვია. სწორედ ამ თვალსაზრისითაა მისასალმებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, დროებითი მონატორიუმი დაწესდეს მიწის გასხვისების პროცესზე

[ იხილეთ სრულად ]

თეა წულუკიანთან იუსტიციის სახლის ხელმძღვანელების მხილების გამო, ირაკლი ქველაძე სამსახურიდან დაითხოვეს

18 ივლისი, 2013

იუსტიციის სახლში არსებული პრობლემების გასაჯაროებისა და განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, სამსახურიდან ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ირაკლი ქველაძე გაანთავისუფლეს.

[ იხილეთ სრულად ]

შსს სამინისტრომ ქობულეთის ინციდენტზე მესამე სექტორთან ჯეროვანი კომუნიკაცია აწარმოა

15 ივლისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქობულეთის ინციდენტთან მიმართებით მყისიერ რეაგირებას და შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეხვედრა იყო მესამე სექტორის წარმომადგენლებთან სამინისტროს ეფექტური კომუნიკაციის გამოხატულება.

[ იხილეთ სრულად ]

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შსს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ

15 ივლისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა დაჩქარდეს გამოძიება იმ საქმეზე, რომელიც ეხება ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების ქმედებებს, რომლებმაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2013 წლის 25–26 მაისს, სამი ქობულეთელი ახალგაზრდის მიმართ ჩაიდინეს არამართლზომიერი ქმედება.

[ იხილეთ სრულად ]