თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ დავის საგანი – 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის შესახებ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საბანკო საიდუმლოებად მიიჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ალტენრატიულ წინადადებას სთავაზობს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილი ქონდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც აღიარებული და განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმის დაუყოვნებლივ შესწავლისა და რეაგირების მოხდენის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამჟამად მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, გიორგი მარგველაშვილს მიმართა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის აქციის მსვლელობის დაშლა სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას მომხდარის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სწორი შინაგანი რწმენა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ არ ხდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და საკითხის მიმართ სამოქალაქო პოზიციით მსჯელობა ხელს უშლის სიმართლის დადგენას.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის ღიაობას და კომპეტენციის გაზრდას მოითხოვს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან რეალური დემოკრატიის მიმართ გამოხატულ პატივისცემად აფასებს და საზოგადოებისთვის ცხადყოფს პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი, ძალადობის გარეშე ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვა გაიმართა. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის მიერ საკრებულო წევრის თემურ ჯინჭარაძის მფარველობის ფაქტს საქართველოს პრემიერის აპარატს და საქართელოს პარლამენტს გააცნობს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ღია წერილსაც გამოეხმაურა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნას გამოაქვეყნებს. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2012 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს