ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს, ახდენს კანონმდებლობის ინტერპრეტაციას, მოქმედებს სამართლისა და კანონის პრინციპების უხეში დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მშვიდობიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვის ფაქტს ადასტურებს და შემთხვევას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოცემული ბრძანებით, პარლამენტის აპარატის დებულებაში განახორციელოს ცვლილება, რომლის ძალითაც, ქუთაისში გადატანილ საქართველოს პარლამენტს დედაქალაქში შეუნარჩუნდება წარმომადგენლობითი ფუნქცია და თბილისში დარჩება პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2012 წლის 4 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიმართ გაგზვანილი ხუთი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა,
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება და გააუქმოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის #158 ბრძანებით „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებები
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ მანდატურის ინსტიტუტის სრული მობილიზაცია მოახდინა. თბილისის მანდატურები, იდენტიფიცირების გარეშე, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ატყობინებენ, რომ მათ უკვე მიიღეს დავალება აქტიური კონტროლი განახორციელონ მომავალ არჩევნებში. მათი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მანდატურები დამკვირვებლად გადაამზადა და არჩევნებს სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან.“
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი შეთავაზებული მრავალმხრივი სახელშეკრულებო პირობა არჩევნებში მხარდაჭერის მიღების მოტივით, სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკისთვის წარმოადგენს ნონსენსს, ფორმალური ხასიათით კი გულისხმობს პირობიან გარიგებას, წინარე ხელშეკრულების სახეობას და შინაარსით წარმოადგენს დისკრიმინაციულს.
2012 წლის 16 ივლისს, ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ახალგაზრდული ალიანსი: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს და ალიანსის დეკლარაცია მიიღეს. ახალგაზრდული ალიანსის დეკლარაციაში ალიანსის შექმნის მიზეზები და მიზნები ჩამოყალიბდა.
საქართველო შავიზღვისპირეთში ტრეფიკინგის რეალური ფაქტების შექმნით, კრიმინალური ბიზნესის დაუსჯელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურიგებელი პოზიციით, საერთაშორისო სკანდალის წინაშე იმყოფება. მედიის მხრიდან საზოგადოებისთვის გონიოს მაგალითზე წარმოჩენილმა ფაქტებმა აჭარის ტურისტული მიმზიდველობა, შესაძლებელია დარტყმის ქვეშ დააყენოს
საქართველოს პარლამენტის თანხმობა კერძო საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ ეროვნული მაუწყებლები და საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მოუსმინონ და შეაფასონ განსხვავებულ აზრს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შთამბეჭდავი წარმატებაა.