ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივ საზოგადოებასთნ შეხვედრის დეორგანიზაციას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და მკაცრი მოთხოვნების შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სცენის დამოტაჟებას დასთანხმდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 სექტემბერს თბილისში და 22 სექტემბერს რუსთავში, ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებასთნ დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ მის დაკავებას და ცემის ფაქტს. ხელისუფლება დაჩი ცაგურიას ადმინისტრაციული დაკავებით ცდილობს გაანეიტრალოს ის საყოველთაო პროტესტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით თბილისში, 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემზარავი და მასშტაბური ფაქტების მიმართ შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს.
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ“ ქობულეთში ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. არასამთავრობოთა ხელმძღვანელების განცხადებით, ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხანდაზმულ ქალთა სრულფასოვან და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 12 სექტემბერის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო თავისი უმოქმედობით არღვევს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რა დროსაც, რუსეთში მცხოვრებ ქართულ ემიგრაციას საშუალება ერთმევა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, 2012 წლის 28 აგვისტოს შეწყალებაში სასჯელისგან არ გათავისუფლებულა არც ერთი არასრუწლოვანი. აღნიშნული აქტით, სახელმწიფომ არ ისარგებლა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, არასრუწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ აღიარებული განსაკუთრებული მიდგომით, რაც მიზნად ისახავს მათ რეაბილიტაციას, რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს, ახდენს კანონმდებლობის ინტერპრეტაციას, მოქმედებს სამართლისა და კანონის პრინციპების უხეში დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში მშვიდობიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.