საქართველოს საზოგადოებას გააჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოს განახლებული მთავრობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ახალ კანდიდატურას განიხილავდა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო სისტემაში არსებული კრიტიკული მდგომარეობით, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მისიების მკაცრი შეფასებებით
საქართველო გაერო–ს ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა, თუმცა ქვეყანას, 1990–იანი წლებიდან მოყოლებული და არც ახლა, არ გააჩნია მკაფიო და კონკრეტული სამოქმედო ეროვნული სტრატეგია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, კონვენციით აღიარებული უფლებების განუხრელად დაცვა გამხდარიყო საყოველთაო და პრევენციული
თბილისში, 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი საზოგადოებრივი შეკრება, ბოლო წლების ქართული, წინასაარჩევნო კამპანიების დაწყების ისტორიაში, უპრეცედენტოა, რაც პირდაპირ მიუთითებს ხალხის კონსტიტუციურ უფლებაზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განხორციელების დროს გამოიყენოს სამოქალაქო უფლება. ფაქტობრივად, პირველად ხდება, როდესაც საპირწონე პოლიტიკური ცენტრის საარჩევნო პროგრამის გასაცნობად, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ღია ცის ქვეშ შეიკრიბება.